კონკურსანტებმა ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე (ოთახი N319) 2024 წლის 5-6 მარტს, 10:00 -დან 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების / კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის / დოკუმენტების ასლი / ასლები;
დ) ავტობიოგრაფია (CV - შევსების თარიღის მითითებით და ხელმოწერილი);
ე) ინგლისური ენის ცოდნის სულ მცირე B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი/ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ვ) ფერადი ფოტო (ზომა ¾).
კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება/საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ან ჯგუფში მუშაობის ჩატარება, ვაკანტური საათების შესასრულებელი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად) - 2023 წლის 11 მარტს;
კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - „ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით პერსონალის მოწვევისა და მათი აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის განსაზღვრის შესახებ“ ბსუ-ს რექტორის აქტის გამოცემის შემდეგ. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მოწვეული პირის აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის შესაბამისი სემესტრის/სემესტრების ხანგრძლივობის შესაბამისად.
უკან |