
14-17 მაისს ბსუ-ში ჩატარდა საერთაშორისო კვირეული, რომელსაც 8 ქვეყნის 10 უნივერსიტეტის 17 წარმომადგენელი ესწრებოდა (გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი). სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, აკადემიურ პირებს, გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, ბსუ-ში სწავლის შესაძლებლობებს, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, სასწავლო კაბინეტებს, ლაბორატორიებს და ასევე ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.
შეხვედრების დროს დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები, უმოკლეს ვადებში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმები.
მეხუთე საერთაშორისო კვირეული ,,ერაზმუს+”-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას და უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.
უკან |