გერმანელი პროფესორები ბსუ-ს ტურიზმისა და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ეწვევიან

სურათი

24-31 მაისს, ტურიზმის ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან ბსუ-ს საპატიო დოქტორები „Solutions Holding“-ის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი შტეფან გერჰარდი და გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი გერალდ ვეტცელი.

 27 და 28 მაისს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „ტურიზმის მენეჯმენტის'' სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის" ლექციების ჩატარება (27.05./28.05 10:00 სთ. 118 აუდიტორია) და გერმანიის საწარმოო პრაქტიკისთვის შერჩეული სტუდენტებისთვის მასტერ-კლასების ჩატარება.

ასევე, ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს პირველად ეწვევა გერმანიის ქალაქ ერფურტის რეგიონალური სასამართლოს მოსამართლე,  ვილი ბრანდტის საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტის (ერფრუტის უნივერსიტეტი) ლექტორი და ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის კონტრიბუტორი მარტინ ბოროვსკი, რომელიც სამართალმცოდნეობის სტუდენტებს ჩაუტარებს ევროკავშირის სამართლის მოკლე კურსს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა