ბსუ-ს სინოპის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სინოპის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია სინოპის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ მუჰითდინ ილმაზის ხელმძღვანელობით. ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე სინოპის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტებს შორის ტურიმზისა და არქეოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება და სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. შეხვედრის ფარგლებში, ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და სინოპის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მუჰითდინ ილმაზიმ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარინე გიორგაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა