ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

ბსუ- სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო პირობების შესახებ ინფორმაცია

  1. გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,ბსუ“) ბსუ-დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების (1. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი; 2. აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი; 3. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი) სამეცნიერო თანამდებობების (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად.
  2. სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი კონკურსის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) 2024 წლის 31 მაისიდან 03 ივნისის ჩათვლით -  საკონკურსო განცხადების (ანკეტის) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა (კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალის მოდულში ,,სამეცნიერო პერსონალის კონკურსი“ www.portal.bsu.edu.ge/jobs და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია. საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა ბსუ- საპროცედურო კომისიაში მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს ,,ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესით“ გათვალისწინებული და წინამდებარე ბრძანების N2 დანართში აღნიშნული დოკუმენტაცია);

ბ) 2024 წლის 04 ივნისს - განთავსდეს ბსუ-ს ვებგვერდზე ინფორმაცია  დადგენილ ვადებში დარეგისტრირებული კონკურსანტების შესახებ და საკონკურსო მასალების გადაეცეს საკონკურსო კომისია;

გ) 2024 წლის 04-05 ივნისს - ჩატარდეს სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი კონკურსი (დოკუმენტაციის გადარჩევა/შეფასება, გასაუბრება, კენჭისყრა);

დ) არაუგვიანეს 2024 წლის 06 ივნისისა - საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის (საბოლოო შედეგები) გამოქვეყნება ბსუ-ს ვებგვერდზე (www.bsu.edu.ge). და დასამტკიცებლად აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა.

  1. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით ღია კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ კონკურსში გამარჯვებულ პირებთან დაიდება შრომითი ხელშეკრულებები (იხილეთ ამავე ველში ბსუ-ს რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა) 5 წლის ვადით და ამოქმედდება 2024 წლის  11 ივნისიდან.
  2. ბსუ- წესდების თანახმად მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე:  

ა) 5 წლის ვადით შეიძლება აირჩე დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წინამდებარე წესით განსაზღვრულ დამატებით პირობებს;

ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).  

  1. ბსუ- წესდების თანახმად, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ხოლო მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წლის ვადით აირჩევა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.   
  2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ ასარჩევად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი იმპაქტ-ფაქტორის (The Clarivate Analytics Impact Factor) ან Q1-ს მქონე Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ  სამეცნიერო  ჟურნალში  ან  სამეცნიერო  ნაშრომი  Web of  Science  ან  Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ ჰუმანიტარული დარგის   სამეცნიერო ჟურნალში ან Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან აქვს საერთაშორისო საპატენტო ორგანიზაციებში  რეგისტრირებული გამოგონება/ პატენტი;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო ღონისძიებაში, რომლის აბსტრაქტები/გამოცემები ინდექსირებულია Web of Science ან Scopus;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი;

დ) ბოლო 10 წლის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით ხელმძღვანელობდა დოქტორანტს/დოქტორანტებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ დოქტორის აკადემიური ხარისხი;

ე) გამოცემული აქვს  შესაბამისი მიმართულებით მონოგრაფია;

ვ) თანამშრომლობს უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან (უცხოეთის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივი სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.);

ზ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის/უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო ან  პროფესორის/ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

 

  1. ბსუ- მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წლის ვადით ასარჩევად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს (სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის მე-3 მუხლის 5.2. პუნქტის თანახმად 2025 წლამდე არჩევის პირობები):

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი Web of Science ან Scopus ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან Google Scholar საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან ჰუმანიტარულ დარგში ქართველოლოგიის მიმართულებით მონოგრაფია (რომელშიც ციტირებულია Google Scholar ან ERIH PLUS საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორის/ავტორთა სტატია/სტატიები) ან აქვს ეროვნულ საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული გამოგონება/პატენტი;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის   ხელმძღვანელი/ძირითადი შემსრულებელი ან ბოლო 5 წლის განმავლობაში  არის დასაფინანსებლად წარდგენილი, მაღალი შეფასების მქონე (80% და მეტი) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/შემსრულებელი;

დ) გამოცემული აქვს  შესაბამისი მიმართულებით მონოგრაფია;

ე) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის/უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო ან  პროფესორის/ასოცირებული პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

 

  1. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშორომი Web of Science ან Scopus ან ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით) საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში ან Web of Science ან Scopus საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებული მონოგრაფია ან ჰუმანიტარულ დარგში ქართველოლოგიის მიმართულებით მონოგრაფია (რომელშიც ციტირებულია Google Scholar ან ERIH PLUS საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ავტორის/ავტორთა სტატია/სტატიები) ან აქვს ეროვნულ საპატენტო ორგანიზაციებში რეგისტრირებული  გამოგონება/პატენტი;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო/არის დასაფინანსებლად წარდგენილი, მაღალი შეფასების მქონე (80% და მეტი) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი/შემსრულებელი;

დ) აქვს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის/მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო ან  ასოცირებული პროფესორის/ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

  1. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე ასარჩევად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებს შემდეგ დამატებით პირობებს:

ა) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშორომი   Google Scholar საერთაშორისო ბაზაში ინდექსირებულ სამეცნიერო ჟურნალში;

ბ) ბოლო 5 წლის განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო ღონისძიებაში;

  1. ბსუ- სამეცნიერო თანამდებობაზე არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
  2. მთავარი   მეცნიერი თანამშრომლის   და   უფროსი   მეცნიერი თანამშრომლის  თანამდებობების დასაკავებელ კონკურსში მონაწილე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინოს:

ა) საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) - შევსებული რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალზე, მოდულში ,,სამეცნიერო პერსონალის კონკურსი“);  

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

დ) საკონკურსო მიმართულებით მომზადებული მონოგრაფია;

ე) ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია), რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო საქმიანობას - საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის;

ვ) სამეცნიერო კვლევის კონცეფცია;

ზ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

ი) ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა უვადო მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციის დასაკავებელ კონკურსში მონაწილე კონკურსანტისათვის, ხოლო სასურველია - სხვა ვაკანტური თანამდებობის შემთხვევაში, თუკი კონკურსანტი უთითებს ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაციას საკონკურსო განაცხადში/ანკეტაში);

კ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში სამეცნიერო მუშაობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

ლ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

 

  1. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) - შევსებული რექტორის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალზე, მოდულში ,,სამეცნიერო პერსონალის კონკურსი“);  

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამოტივაციო წერილი;

დ) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

ვ) ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია წარმოდგენილი იქნეს, თუკი კონკურსანტი უთითებს ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაციას საკონკურსო განაცხადში/ანკეტაში).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს ელექტრონულად,  პორტალზე  - www.portal.bsu.edu.ge/jobs  და თან უნდა დაერთოს (აიტვირთოს) შესაბამისი პოზიციისათვის განსაზღვრული და საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელექტრონული ვერსია.
  2.  საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) და საკონკურსო დოკუმენტაციის ასლების ელექტრონულად წარმოდგენის შემდეგ, კონკურსანტმა ბსუ-ს საპროცედურო კომისიაში უნდა წარმოადგინოს მატერიალური სახით შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) ელექტრონულად წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის (ანკეტა) ამობეჭდილი ვერსია;

ბ) 2 ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3x4);

გ) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ან  შრომის წიგნაკის ასლი და სხვა, დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ) - სავალდებულოა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  საკონკურსო პოზიციისათვის (შენიშვნა: ბსუ-ში დასაქმებული/შრომითი გამოცდილების მქონე სამეცნიერო/აკადემიური პერსონალის შემთხვევაში საკმარისია ელექტრონული სააპლიკაციო განაცხადის შესაბამის ველში ატვირთვა);   

დ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

  1. ბსუ- ოფიციალური ვებგვერდის- www.bsu.edu.ge კონკურსების ველის მეშვეობით საკონკურსო განცხადებასთან ერთად კონკურსანტებისათვის ხელმისაწვდომია გასაცნობად შემდეგი სამართლებრივი აქტები (ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა; ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის N07-01/15 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი“; ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; ბსუ-ს სამეცნიერო თანამდებობის პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა; საკონკურსო განაცხადების (ანკეტის) ფორმის დამტკიცების ბრძანება).

ბრძანება N01-02-55 ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ელექტრონული განაცხადის (ანკეტა) ფორმა
  ვაკანტური თანამდებობები
  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  სამეცნიერო პერსონალის შეფასების წესი
  პერსონალის მართვის პოლიტიკა
  ბსუ-ს წესდება
  შინაგანაწესი
  ბსუ-ს ეთიკის კოდექსი
  სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა
  შრომითი ხელშეკრულების ფორმა სამეცნიერო პერსობალისათვის

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა