გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტებისთვის პორტუგალიაში

სურათი

გამოცხადდა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი PEERS პროექტის (პორტუგალია) ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა პორტუგალიის 3 უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. განაცხადები მიიღება ელექტრონულად მიმღებ უნივერსიტეტებში პირდაპირი წესით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულებზე:

Application Guide

ბმული 1 https://alunos.uminho.pt/EN/students/mobilityprograms/Pages/PEERS.aspx

ბმული 2 https://alunos.uminho.pt/EN/students/mobilityprograms/Pages/PEERS_documentos.aspx

 

კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის:

დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში PEERS -  პროექტის შემდეგ მისამართზე https://inqueritos.reitoria.uminho.pt/index.php?r=survey/index&sid=224737  - 2024  წლის 31 მაისამდე.

შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მიმღები უნივერსიტეტების მიერ.

შენიშვნა სტუდენტებისთვის:

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ენის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ!

ტესტირება/გამოცდა ინგლისურ ენაში (B1/B2) – 2024 წლის 24 მაისი, 11 მაისი.

ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება რექტორის სახელზე ბსუ-ს სტუდენტური პორტალის მეშვეობით არა უგვიანეს 22 მაისისა (15:00 საათი).

განცხადებაში რექტორის სახელზე ტესტირების გავლის თაობაზე მიუთითეთ ენის დონე და მოქმედი ელ-ფოსტა, ასევე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.

მობილობის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი.

სტიპენდია მოიცავს:

1. თვიურ სტიპენდიას;

2. ორმხრივ საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო დაზღვევისა და ვიზის ხარჯები!

კონკურსის ეტაპები აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

დოკუმენტაციის წარდგენა ონლაინ რეჟიმში პროექტის შემდეგ მისამართზე: https://inqueritos.reitoria.uminho.pt/index.php?r=survey/index&sid=224737&lang=pt

 - 2024  წლის 31 მაისამდე.

შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება პარტნიორ უნივერსიტეტების მიერ;

მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე

სტიპენდია მოიცავს:

1. დღიურ ხარჯებს;

2. ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსებას.

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელფოსტის საშუალებით:  erasmus@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა