ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის აცხადებს კონკურსს სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად ბსუ-ს საბაკალავრო, მედიცინის მიმართულების ერთსაფეხურიანი, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის. სახელმწიფო სტიპენდიას მოიპოვებს ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 390 სტუდენტი.
სახელმწიფო სტიპენდია გაიცემა ყოველთვიურად თითო სტუდენტზე 300 ლარის ოდენობით (მოიცავს 5 თვეს), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
სახელმწიფო სტიპენდია ენიშნება ბსუ-ს იმ სტუდენტს, რომელსაც სრულად აქვს ათვისებული წინა სემესტრში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა შეადგენს 91 ქულას და მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:
ა) წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა);
ბ) წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);
გ) განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი, მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).
2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბსუ-ს ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიას მიიღებს ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის 390 სტუდენტი:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 77 სტუდენტი;
ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - 68 სტუდენტი;
გ) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 73 სტუდენტი;
დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე - 57 სტუდენტი;
ე) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტზე- 46 სტუდენტი;
ვ) ტურიზმის ფაკულტეტზე - 35 სტუდენტი;
ზ) ტექნოლოგიური ფაკულტეტზე - 34 სტუდენტი.
კონკურსში მონაწილეობის მიზნით, კონკურსანტებმა 2024 წლის 25 აპრილიდან 8 მაისის 18:00 საათის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (წერილი რექტორს) არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წინა სემესტრში სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერტიფიკატი ან ცნობა ან სხვა, ოფიციალური დოკუმენტი);
ბ) წინა სემესტრში სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები; იმიტირებული სასამართლო პროცესი) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერტიფიკატი, ან ცნობა, ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი);
გ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფისადმი მიკუთვნების (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები; ობოლი (უდედმამო); მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი); სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბრძანება კონკურსის შესახებ
უკან |