საზაფხულო სკოლა თურქოლოგიაში

სურათი

ანკარის უნივერსიტეტის თურქული და უცხო ენების მიღებისა და კვლევის ცენტრი  (Ankara University TÖMER)  აცხადებს  მიღებას თურქოლოგიის საზაფხულო სკოლაში.   საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კანდიდატებს, რომლებიც სწავლობენ თურქოლოგიის ან თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ან ვისაც აქვთ ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორანტის დონე და ფლობენ თურქულ ენას მინიმუმ B1 დონეზე. საზაფხულო სკოლა გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში, 2024 წლის 22 ივლისიდან 16 აგვისტომდე.

პროგრამაში მონაწილე საერთაშორისო სტუდენტებისთვის   გათვალისწინებულია  სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსება, სასწავლო კურსის საფასური და ორმხრივი ფრენის ბილეთების სრულად დაფარვა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://tbbs.turkiyeburslari.gov.tr/

ინსტრუქცია რეგისტრაციის შესახებ იხილეთ დანართში 1.

დეტალური ინფორმაციისათვის საზაფხულო სკოლის შესახებ ეწვიეთ ბმულს:   https://tomer.ankara.edu.tr/en/home-page/

 

  დანართი1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა