კონკურსი ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით კანდიდატთა (სტაჟიორთა) შესარჩევად

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდეგში - ბსუ) აცხადებს ღია კონკურსს ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟირების გავლის მიზნით კანდიდატთა (სტაჟიორთა) შესარჩევად.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბსუ-ს „კომპიუტერული მეცნიერების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 სასწავლო წლის სტუდენტებს (რომელსაც ათვისებული აქვს არანაკლებ 120 კრედიტი) ან/და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებსა და „კომპიუტერული მეცნიერების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ან აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს. 

3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა 2024 წლის 13 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ან ბსუ-ს ელექტრონული ფოსტის (chancellery@bsu.edu.ge) მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (შევსებული სტაჟირების გავლის წესის N1 დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად, მათ შორის, სამოტივაციო ნაწილიც);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) CV;

დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (აქტიური სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში) და სასწავლო ბარათი, ხოლო კურსდამთავრებულმა - დიპლომისა და სტანდარტული დანართის ასლი;

ე) ერთი ფოტოსურათი (3X4);

ვ) ცნობა სოციალურად დაუცველობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

4. კონკურსის წესით შეირჩეს 4 სტაჟიორი, რომლებმაც ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში ორი თვის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე სტაჟირება გაიარონ შემდეგი განრიგით: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, პირველ ცვლაში (09:00 სთ-14:00 სთ) – 2-მა სტაჟიორმა, ხოლო მეორე ცვლაში (14:00 სთ - 18:00 სთ) - 2-მა სტაჟიორმა.

5. შერჩეულმა სტაჟიორებმა სტაჟირების გავლის პერიოდში უნდა შეასრულონ ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულებითა და  პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები, დაკისრებული დავალების ფარგლებში.

6. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში თითოეულ სტაჟიორზე გაიცეს სერტიფიკატი.

7. ანაზღაურების გარეშე სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ სტაჟიორთა ხელმძღვანელმა სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე წარმოადგინოს 1 (ერთი) სტაჟიორი, რომელთანაც მისი თანხმობის შეთხვევაში შესაძლებელია გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება და დასაქმდეს არაუმეტეს 6 თვის ვადით (ანაზღაურებადი სტაჟირება), ყოველთვიური შრომის ანაზღაურება - 500 ლარი.

იხილეთ თანდართული  სამართლებრივი აქტები:

ა) ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 29 მარტის N2 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესი“ - https://bsu.edu.ge/upload/bsu_stajirebis_gavlis_wesi_2022.pdf

ბ) ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის N07-01/34 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის დებულება“ - https://bsu.edu.ge/text_files/ge_file_9448_1.pdf

გ) „ბსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ“ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 12 აპრილის N01-10/37 და 2024 წლის 24 აპრილის N01-10/42 ბრძანებები

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა