ბსუ-ს სოციალური პროგრამა „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სოციალური პროგრამის „სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში - 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში“ მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს.  პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს 100% , 70% , 35%-იანი დაფინანსება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბსუ-ს საბაკალავრო,  მედიცინის მიმართულებით ერთსაფეხურიანი,  დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე  სტუდენტებს,სწავლების მე-2 სემესტრიდან.

განაცხადების მიღება იწარმოებს 12აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით;

პროგრამის ფარგლებში შეღავათი შეიძლება მოიპოვოს (სოციალური კატეგორიის მქონე პირები):

  • სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი ან მათი  შვილი ან/და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილის შვილი;
  • სტუდენტი, რომელიც არის მარტოხელა მშობელი ან თავად არის ან იყო მარტოხელა მშობლის შვილი.
  • სტუდენტი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე;
  • სტუდენტი, რომელიც იმყოფება ან ბოლო 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების წყაროსი)/მინდობით აღზრდაში
  • სტუდენტი, რომელიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრი;
  • სტუდენტი, რომელსაც მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი;
  • სტუდენტი, რომელსაც მინიჭებული აქვს ეკომიგრანტის (სტიქიით დაზარალებული) სტატუსი;
  • სტუდენტი, რომლის და/ძმა/მეუღლე ასევე არის ბსუ-ს სტუდენტი. 
  • სტუდენტი, რომელიც არის დედით ან მამით ობოლი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა დადგენილ ვადებში ელექტრონულად, ბსუ-ს პორტალზე - Portal.bsu.edu.ge-ზე (ველის - ,,წერილი კანცელარიას“ მეშვეობით) უნდა წარადგინონ:

  • განცხადება(შევსებული წინამდებარე ბრძანებაზეთანდართული ფორმით - დანართი 1);
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) და დაბადების მოწმობის ასლი (დედანი წარედგინება საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში);
  • ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ (ცნობა გაიცემა მხოლოდ სტუდენტის აქტიურ სტატუსში მყოფ პირებზე)
  • სოციალური კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (გაცემული საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე 1 თვის ვადაში).

 

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა