
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ანზორ ბერიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
უკან |