ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის სხვადსხვა უნივერისტეტში მობილობის განსახორციელებლად 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომა/გაზაფხულის სემესტრებისთვის (დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში 1).
კონკურსში მონაწილეობის პირობები პერსონალისთვის:
- კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთები პერსონალისთვის:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად - B2; C1 (იხილეთ დანართი 1)
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:
2024 წლის 25 მარტიდან 30 აპრილამდე (15:00 საათამდე)
საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
აკადემიური პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;
მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელ. ფოსტაზე info@bsu.edu.ge
გასაუბრება - 2024 წლის 08 მაისი
სტიპენდია პერსონალისთვის
- ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.
- არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი1
უკან |