„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის განმეორებითი კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს  ა. წ. 27-31 მაისს სუჩეავას უნივერსიტეტის (რუმინეთი) საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „ Challenges and Opportunities for a Sustainable Development“ მონაწილეობის მისაღებად.

მიმართულება  - ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  საბუთები პერსონალისთვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (იხილეთ დანართი 1);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);

კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:

ეტაპი

2024  წლის 25 -28 მარტი (15:00 საათამდე)

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:

ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე  https://registration.bsu.ge/Registration-1.php   და   ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;

II ეტაპი

გასაუბრება - 2024  წლის 28 მარტი.

სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა