„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის მობილობის განსახორციელებლად 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის  (ინფორმაცია იხილეთ დანართში 1).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს  სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  საბუთები პერსონალისთვის:

  • პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად (იხილეთ დანართი 1);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • კანდიდატის მიერ შემუშავებული აკადემიური/ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა მიმღები უნივერსიტეტისთვის (ინგლისურ ენაზე);
  • დაინტერესების/წინასწარი მიღების წერილი (Letter of Interest/ Pre-Acceptance Letter/Mobility Agreement) პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის ეტაპები პერსონალისთვის:

I ეტაპი

2024  წლის 13 -20 მარტი (15:00 საათამდე)

საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე  https://registration.bsu.ge/Registration-1.php      და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;

მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php   და ელფოსტაზე: info@bsu.edu.ge

II ეტაპი

გასაუბრება - 2024  წლის 22 მარტი.

სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას.

არ ანაზღაურებს  საერთაშორისო დაზღვევას.

შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.

არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge

 

 

  დანართი 1

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა