ბსუ-ში „ფრანკოფონია 2022“ გაიხსნება

16 მარტს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ფრანკოფონია 2022“ გაიხსნება კონკურსით ,,Bonjour la France“. ბსუ ყოველწლიურად აღნიშნავს ფრანკოფონიის დღეებს (16 - 29 მარტი) სხვადასხვა ღონისძიებით. პროექტის მიზანია, მულტილინგვიზმის  ეპოქაში პოპულარიზაცია გაუწიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ევროპულ ენას - ფრანგულ ენას, საფრანგეთის კულტურასა და ცივილიზაციას. ფრანკოფონიის კვირეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება, მასში ჩართულია აჭარის კერძო და საჯარო სკოლები, აჭარის ფრანგული ენის პედაგოგთა ასოციაცია და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა