
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა აკადემიური საბჭოს წევრებს, ფაკულტეტის დეკანებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს 2023 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. საანგარიშო პერიოდში საქმიანობა ძირითადად წარმართული იყო ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების და რექტორის სამოქმედო გეგმების შესაბამისად, შემდეგი მიმართულებებით: ხარისხის უზრუნველყოფა, აკადემიური მოსწრება, ელექტრონული პლატფორმის სრულყოფა, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, საერთაშორისო ურთიერთობები, სტუდენტთა მხარდაჭერა და სტუდენტური სერვისები, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ბიუჯეტი და მესამე მისია - საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშეწყობა.
რექტორმა დეტალურად განიხილა ყველა ის მიღწევა და წარმატებული პროექტი, რომელიც უნივერსიტეტმა 2023 წელს განახორციელა.
ბსუ-ს რექტორის ანგარიში ვრცლად იხილეთ ბმულზე: რექტორის 2023 წლის ანგარიში
უკან |