2024 წლის 6-12 ივნისს გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია - 2024. ბსუ-ს სტუდენტმა კონფერენციაში მონაწილეობისთვის 2022 წლის 30 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით portal.bsu.edu.ge-ზე (https://portal.bsu.edu.ge/Page/2473/index.html)უნდა დაარეგისტრიროს სამეცნიერო ნაშრომის სათაური და სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი-გვარი (აკადემიური თანამდებობის მითითებით).
კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:
2024 წლის 23 თებერვლიდან - 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის დარეგისტრირება;
2024 წლის 21 მარტიდან - 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით - სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის, ნაშრომის ორიგინალობის (პლაგიატის არარსებობის შესახებ) და სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი დასკვნის განთავსება/დარეგისტრირება სტუდენტურ პორტალზე;
2024 წლის 28-29 მაისი - კონფერენციის I ეტაპზე არაუმეტეს 10 საუკეთესი ნაშრომის გამოვლენა;
2024 წლის 6-12 ივნისი - კონფერენციის გამართვა - II ეტაპზე გადასული სამეცნიერო ნაშრომების საჯარო წარდგენა;
2024 წლის 12-14 ივნისი - კონფერენციაზე გამარჯვებული ნაშრომების გამოვლენა და დაჯილდოება.
საქართველოში ავტორიზებული სხვა უმღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით ბსუ-ს ოფიციალური ელფოსტის - chancellery@bsu.edu.ge - მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
- სტუდენტთა მიერ სამეცნიერო ნაშრომის სათაურისა და ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია;
- სტუდენტის სამეცნიერო ნაშრომი ( N1 ფორმის შესაბამისად);
- განცხადება ნაშრომში პლაგიატის არ არსებობის შესახებ (N2 ფორმის სესაბამისად);
- სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი განცხადება/დასკვნა (N3 ფორმის შესაბამისად).
სამეცნიერო კონფერენციის მიმართულებებია:
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია, ტექნოლოგიები;
- ეკონომიკა და ბიზნესი;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- მედიცინა და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები;
- ტურიზმის მენეჯმენტი.
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
577 98 57 93
დანართი1
დანართი2
დანართი3
დანართი 4
დანართი 5
დანართი 6
უკან |