ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2024 (15.04.2024 – 15.12.2024) წელს განსახორციელებელი სტუდენტური საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების შესარჩევ კონკურსს. სტუდენტური პროექტების კონკურსის მიზანია აქტიური სტუდენტური ცხოვრების წახალისება, ხელშეწყობა და სტუდენტებში პროფესიული-კვლევითი უნარ-ჩვევების ამაღლება. თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.
„სტუდენტური პროექტების“ რეგისტრაციის, განხილვისა და შედეგების გამოცხადების პროცედურები და თარიღები:
- განცხადებების (პროექტებისა) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2024 წლის 11 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით;
- საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება - 2024 წლის 01 აპრილიდან - 2024 წლის 08 აპრილის ჩათვლით;
- პროექტების შეფასების შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ვებგვერდზე - 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით;
- გამარჯვებული სტუდენტური პროექტების განხორციელების პერიოდი - 2024 წლის 15 აპრილიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://portal.bsu.edu.ge/Page/2471/index.html
უკან |