აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს კონფერენციის მოსაწყობად, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.
სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.
- საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:
- ა) კონფერენციის მონაწილეთა მგზავრობის, სასტუმროს და კვების ხარჯი;
- ბ) კონფერენციის ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის 15% (4500 ლარი);
- გ) კონფერენციის მასალების ბეჭდვის ხარჯი;
- დ) კონფერენციის მოსაწყობად საჭირო ფართისა და აპარატურის დაქირავების ხარჯი;
- ე) სხვა საქონელი და მომსახურება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:
http://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1183724#.Y9du9XZByUk
უკან |