სეზონური სკოლა

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს სეზონური სკოლის საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სეზონური სკოლ(ებ)ის ორგანიზებასა და ფუნქციონირებას, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.

სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

  საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:

  • ა) სეზონური სკოლის ორგანიზატორთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის 10% (1500 ლარი);
  • ბ) სეზონური სკოლის მომხსენებელთა ჰონორარი, რაც არ უნდა აღემატებოდეს საგრანტო თანხის არაუმეტეს 20% (3000 ლარი);
  • გ) სეზონური სკოლის მონაწილეთა სასტუმროს, მგზავრობის და კვების ხარჯი;
  • დ) კონფერენციის მოსაწყობად საჭირო ფართისა და აპარატურის დაქირავების ხარჯი;
  • ე) სხვა საქონელი და მომსახურება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://shorturl.at/KQ346

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე:

http://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1183722#.Y9du9XZByUk

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა