ღია კონკურსი ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსაწვევი პერსონალის შერჩევის მიზნით

გამოცხადდა ღია კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოსაწვევი პერსონალის (მასწავლებელთა/სპეციალისტთა) შერჩევის მიზნით (დანართი 1).

კონკურსანტებმა ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია) 2024 წლის 19-20 თებერვლის, 10:00 -დან 17:00  საათამდე უნდა წარმოადგინონ:

ა)  განცხადება (შევსებული თანდართული ფორმის - დანართი 2-ის შესაბამისად);

ბ)  პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

გ) უმაღლესი განათლების / კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის / დოკუმენტების ასლი / ასლები;

დ)  ავტობიოგრაფია (CV - შევსების თარიღის მითითებით და ხელმოწერილი);

ე) ფერადი ფოტო (ზომა ¾).

კონკურსის ჩატარება (დოკუმენტაციის შემოწმება, კონკურსანტებთან გასაუბრება/საჭიროების შემთხვევაში საცდელი ლექციის ან ჯგუფში მუშაობის ჩატარება, ვაკანტური საათების შესასრულებელი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად) - 2024 წლის 21 თებერვალს;

საკონკურსო კომისიების მიერ საკონკურსო შედეგების საჯარო გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის და შესაბამისი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფის მეშვეობით - არაუგვიანეს 2024  წლის 21 თებერვალი;

კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღება  ბსუ-ს კანცელარიის მეშვეობით - 2024  წლის  22 თებერვალი,  10:00 საათიდან 15:00 საათამდე;

კონკურსანტთა სააპელაციო საჩივრების (პრეტენზიების) განხილვა და საბოლოო შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - არაუგვიანეს 2024 წლის 22 თებერვალი.

კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - „ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით პერსონალის მოწვევისა და მათი აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის განსაზღვრის შესახებ“  ბსუ-ს რექტორის აქტის გამოცემის შემდეგ. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მოწვეული პირის აკადემიური (სამუშაო) დატვირთვის შესაბამისი სემესტრის/სემესტრების ხანგრძლივობის შესაბამისად.

  რექტორის ბრძანება მოსაწვევი პერსონალის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ
  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა