მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“

სურათი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, მესამედ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების" გრანტი და 2024 წლის 24-30 მაისს უმასპინძლებს მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“. 

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართველოლოგიური კვლევები, საქართველოს, განსაკუთრებით კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა, სკოლის თემატიკასთან სხვადასხვა ასპექტით დაკავშირებული საკითხები.

სკოლის სამუშაო პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, მოიცავს აფხაზეთის პოლიტიკური, კულტურული და ეკლესიის ისტორიის, ეთნოლოგიის, ეთნოლინგვისტიკის და სხვ. ძირითად სამეცნიერო-კვლევით თემატიკას ექვსი სასწავლო მოდულის მიხედვით (1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; 2. შუასაუკუნეებამდელი აფხაზეთი (აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე); 3. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 4. ყოფა აფხაზეთში (ეთნოლოგიური ექსკურსი); 5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილები) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 მარტისა.

სკოლის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ცენტრის საიტზე www.manuscript.ge / https://manuscript.ge/spring-school/. სკოლის ანონსი შეიძლება იხილოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზეც.

გთხოვთ, კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლის „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თქვენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაინტერესებულ ჯგუფებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა