11 იანვარს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (55-ე აუდიტორია) გაიმართება ჰილტონ ბათუმის ESG აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა. ESG (Environmental, Social, Governance) გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით.
ჰილტონის სასტუმროები მიჰყვება დევიზს - საქმიანობა ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობების გათვალისწინებით. ეს მიმართულება ერთიანდება გლობალური ESG (Environmental, Social, Governance) სტრატეგიის გარშემო. ჰილტონ ბათუმი ამ სტრატეგიით ოპერირებს და პასუხისმგებლიანი ტურიზმის პოპულარიზაციას ეწევა - ცდილობს, სასტუმროში დარჩენის გამოცდილება სტუმრებისთვის ისე გარდაქმნას, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს და თან დადებითად შეცვალოს გარემოს დაცვის დინამიკა.
ენერგორესურსების დაზოგვის, ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლება პირველი ნაბიჯია ბიზნესის მართვის ეკოლოგიური მოდელის დასანერგად, რომელშიც ბსუ-ს სტუდენტებს შეუძლიათ გაერთიანდნება.
უკან |