გამოცხადდა კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლისათვის ავთანდილ ბარათაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ბსუ-ს საბაკალავრო, მედიცინის მიმართულებით ერთსაფეხურიანი, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო და ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის (სულ 8 პირისათვის).
2.კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტებმა 2024 წლის 08 იანვრიდან 12 იანვრის 17:00 საათის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (წერილი კანცელარიას, რექტორის სახელზე) უნდა წარმოადგინონ:
ა) საკონკურსო დოკუმენტაცია (წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად);
ბ) სტუდენტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი წინამდებარე ბრძანების N2 დანართის შესაბამისად);
გ) სტუდენტის ავტობიოგრაფია - CV, შედგენილი წინამდებარე ბრძანების N3 დანართის შესაბამისად);
დ) სოციალურად დაუცველ პირთა ერთიან ბაზაში სტუდენტის რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული უფლებამოსილი სამსახურის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე 4 თვის ვადაში);
ე) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) ცნობა სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით კონკურსის გამოცხადებამდე, წინა სემესტრებში, მიღებული 71 ქულის და მეტის მითითებით);
ზ) არანაკლებ ერთი რეკომენდაცია, ბსუ-ს იმ აკადემიური თანამდებობის პირისაგან, რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის აკადემიურ აქტივობას;
თ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის/პულიკაციის დედანი ან დამოწმებულ ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი და სხვ.) მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება (კონკურსანტი არ შეფასდება და მოიხსება კონკურსიდან) შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუკი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია;
ბ) თუკი კონკურსანტის წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით შედგენილი (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.);
გ) სოციალურად დაუცველ პირთა ერთიან ბაზაში კონკურსანტის რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა არ არის გაცემული საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ამოწურვამდე 4 თვის ვადაში;
დ) კონკურსანტს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი;
ე) კონკურსანტი აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტია ან შესრულებული აქვს შესაბამისი საგანმანთლებლო პროგრამების მოთხოვნები (მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია).
4.კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 15 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით.
5.კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნოთ 2024 წლის 18 იანვრის შემდეგ.
დანართი 1
დანართი 2
უკან |