15 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორის, თეა კუჭუხიძისა და სახალხო დიპლომატიის გრანტების მენეჯერის, ანა ხარიბეგაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ პირებთან. საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საელჩოს საგანმანათლებლო და კულტურის საგრანტო პროგრამებს, ასევე კონსულტაციას გაუწევენ გრანტების პროგრამულ და ტექნიკურ საკითხებზე.
შეხვედრა სტუდენტებთან შედგება 15 დეკემბერს, 12 საათზე, 55-ე აუდიტორიაში:
- გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისთვის აშშ-ში;
- პირველად საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს ახალ გაცვლით პროგრამას მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის კუთხით (https://fb.watch/oNDuAswW8o) .
შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან შედგება 15 დეკემბერს, 12 საათზე, 32-აუდიტორიაში:
- წიგნის თარგმნის პროგრამა: https://ge.usembassy.gov/book-translation-program-pas/
- პროფესიული სწავლების განვითარების პროგრამა: https://ge.usembassy.gov/tvet/
- კულტურის მცირე საგრანტო პროგრამა: https://ge.usembassy.gov/cultural-small-grants-program/
- ალუმნი პროგრამა: https://ge.usembassy.gov/alumni-grants-pas/
- ალუმნების ჩართულობის პროგრამა: https://ge.usembassy.gov/alumni-engagement-innovation-fund/
- დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამა: https://ge.usembassy.gov/demcom/
უკან |