ბსუ-ში ტუნისის ბიზნესის უმაღლესი სკოლის პროფესორი იმენ ხანჩელი ტრენინგს ჩაატარებს

სურათი

13-14-15 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (II კორპუსი, I სართული, აუდიტორია №129) ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მხარდაჭერით, ტუნისის ბიზნესის უმაღლესი სკოლის პროფესორი, დოქტორი იმენ ხანჩელი ტრენინგს ჩაატარებს თემაზე: „კომუნიკაცია“. კურსი განკუთვნილია სხვადასხვა საფეხურისა და ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ტრენინგი ჩატრდება ფრანგულ ენაზე და მოიცავს შემდეგ თემატიკას: კომუნიკაციის პროცესი, არავერბალური კომუნიკაცია, არაძალადობრივი კომუნიკაცია, საჯარო გამოსვლა, როგორ გავიაროთ წარმატებული გასაუბრება (ინტერვიუ) დამსაქმებელთან და როლური თამაშები.

 

პროფესორ იმენ ხანჩელს ჩატარებული აქვს კვლევები შემდეგი მიმართულებებით: მმართველობა, ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობა. იგი ამჟამად უძღვება მენეჯმენტის სასწავლო კურსს და აქვს სტუდენტებთან, დოქტორანტებთან და კურსდამთავრებულებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.

 

ტრენინგის განრიგი:

13 დეკემბერი 9:00-11:00; 11:30-14:00

14 დეკემბერი 9:00-11:00; 11:30-14:00

15 დეკემბერი 9:00-11:00; 11:30-14:00

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა