„ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ზალცბურგის უნივერსიტეტის მასწავლებელთა აკადემია - PoSIG 2024 აცხადებს კონკურსს სემინარში „სექტორული ინტეგრაცია: ახალი გზები ევროკავშირის წევრობისკენ“ და სთავაზობს მონაწილეობის მიღებას ბსუ-ს პოლიტიკური მეცნიერებების/საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მომუშავე პერსონალს. სემინარი ჩატარდება 2024 წლის 21-24 ოქტომბერს ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი - B2.
საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სამსახურიდან დაკავებული თანამდებობის თაობაზე (ქართულ ენაზე);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი მინიმუმ - B2;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- აბსტრაქტი სემინარის თემატიკის შესაბამისად (ინგლისურ ენაზე);
კონკურსის ეტაპები
პირველი ეტაპი:
1. აბსტრაქტის გაგზავნა ზალცბურგის უნივერსიტეტში მისამართზე doris.wydra@plus.ac.at არაუგვიანეს 2024 წლის 31 იანვრისა.
2. 2023 წლის 08 დეკემბერი - 2024 წლის 31 იანვარი (15:00 საათამდე)საბუთების წარმოდგენა დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად:
აკადემიური პერსონალისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელექტრონული პლატფორმა eflow-ს მეშვეობით;
მოწვეული მასწავლებლისთვის: ელექტრონულ ბმულზე https://registration.bsu.ge/Registration-1.php და ელ. ფოსტაზე chancellery@bsu.edu.ge
მეორე ეტაპი:
გასაუბრება - 2024 წლის 2 თებერვალი
სტიპენდია პერსონალისთვის ითვალისწინებს მგზავრობისა და დღიური ხარჯების ანაზღაურებას. არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელ. მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
უკან |