ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ

  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდეგში - ბსუ) აცხადებს ღია კონკურსს ბსუ- აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში სტაჟირების გავლის მიზნით კანდიდატთა (სტაჟიორთა) შესარჩევად.
  2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ,,ქიმიის“ და „ეკოლოგიის“, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის „ფიზიკის“, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ,,აგრარული ტექნოლოგიების''  საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 ან/და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებსა და  ამავე სპეციალობის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

  3. კონკურსანტმა 2023 წლის 7 დეკემბრიდან 2023 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ან ბსუ-ს ელექტრონული ფოსტის (chancellery@bsu.edu.ge ) მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განაცხადი სტაჟირებაზე (სტაჟირების გავლის წესის დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად შევსებული, მათ შორის სამოტივაციო ნაწილიც);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) CV;

დ) ცნობა  სტუდენტის სტატუსის შესახებ (აქტიური სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში) და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათი, ხოლო კურსდამთავრებულმა - დიპლომისა და სტანდარტული დანართის ასლი;

ე) ცნობა სოციალურად დაუცველობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

  1. კონკურსის წესით შეირჩეს 3 სტაჟიორი, შერჩეულმა კანდიდატები ორი თვის განმავლობაში გაივლიან არაანაზღაურებად სტაჟირებას ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში.
  2. სტაჟიორებმა უნდა შეასრულონ ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ,,აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის“  დებულებით გათვალისწინებული ფუნქციები, სტაჟიორის ხელმძღვანელის მიერ დავალების ფარგლებში.
  3. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში  სტაჟიორზე გაიცეს სერტიფიკატი.
  4. სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე განისაზღვრება სტაჟიორები, რომლებიც შესაძლებელია დასაქმდეს არაუმეტეს 6 თვის ვადით (ანაზღაურებადი სტაჟირება). ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით (არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით).

იხილეთ თანდართული  სამართლებრივი აქტები:

ა) ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 29 მარტის N2 გადაწყვეტილება - https://bsu.edu.ge/upload/bsu_stajirebis_gavlis_wesi_2022.pdf

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ,,აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის“ დებულების დამტკიცების თაობაზე ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის N07 გადაწყვეტილება

გ) ,,ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში  სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 06 დეკემბრის № 01-10/137  ბრძანება

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა