ბსუ აცხადებს კონკურსს სახელმწიფო სტიპენდიების მოსაპოვებლად

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს კონკურსს სახელმწიფო სტიპენდიების  მოსაპოვებლად  საბაკალავრო, მედიცინის მიმართულების ერთსაფეხურიანი, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო  პროგრამების  სტუდენტებისათვის. ხუთი თვის განმავლობაში ბსუ-ს 366 სტუდენტი სახელმწიფო სტიპენდიას მიიღებს 300 ლარის ოდენობით.

სტუდენტებმა, რომელთა წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა არის 71-დან 100-ის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (წერილი რექტორს) 2023 წლის 30 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ (არსებობის შემთხვევაში) შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

ა) წინა სემესტრში სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერტიფიკატი ან ცნობა ან სხვა, ოფიციალური დოკუმენტი);

ბ) წინა სემესტრში სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები; იმიტირებული სასამართლო პროცესი) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერტიფიკატი ან ცნობა ან სხვა, ოფიციალური დოკუმენტი);

გ)  სოციალურად მოწყვლად ჯგუფისადმი მიკუთვნების (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები; ობოლი (უდედმამო); მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი); სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან) დამადასტურებელი დოკუმენტი;

სახელმწიფო სტიპენდია ენიშნება ბსუ-ს იმ სტუდენტს, რომელსაც სრულად აქვს ათვისებული წინა სემესტრში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა შეადგენს  91 ქულას და  მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:

ა) წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა);

ბ) წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);

გ)  განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი, მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან  (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).

იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტი სრულად ვერ აითვისებს ამ ფაკულტეტისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კვოტას (რაოდენობას), აუთვისებელი რაოდენობის ფარგლებში სტიპენდიანტობის კანდიდატად შეირჩევა სტუდენტი, რომლის წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა ნაკლებია 91 ქულაზე (მაგრამ არანაკლებ 71 ქულისა) და ამასთან, აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე კრიტერიუმს, რა შემთხვევაშიც, წინა სემესტრის შეფასებების მიხედვით მიღებულ საშუალო არითმეტიკულ ქულას დაემატება შემდეგი ქულები:

ა) წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა);

ბ) წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);

გ)  განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი, მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან  (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).

სტიპენდიანტთა შერჩევისას, თუ ბოლო ადგილზე თანაბარი ქულა აქვს რამდენიმე სტუდენტს,  უპირატესობა მიენიჭება შემდეგ კრიტერიუმს (თანმიმდევრობას):

ა) წინა სემესტრის შეფასების მაღალ  საშუალო არითმეტიკულ ქულას;

ბ) სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელს;

გ) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობას;

დ) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას.

 

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბსუ-ს ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიის მიმღები სულ 366 სტუდენტი ფაკულტეტებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:  

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 69 სტუდენტი;

ბ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 63  სტუდენტი;

გ) იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 67 სტუდენტი;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი - 53 სტუდენტი;

ე) ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი- 45 სტუდენტი;

ვ)  ტურიზმის ფაკულტეტი -  35 სტუდენტი;

ზ) ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 34 სტუდენტი.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბრძანებაში.

 

  ბრძანება კონკურსის შესახებ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა