ბსუ-ში პროექტის - „რა იგებს არჩევნებს საქართველოში" დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართება

სურათი

1-ელ დეკემბერს, 12:00 საათზე,  ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 32-ე აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტის - „რა იგებს არჩევნებს საქართველოში" დასკვნითი პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნება პროექტის ძირითადი შედეგები. პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი რუსლან ბარამიძე, უფროსი მასწავლებელი, ფილოლოგიის დოქტორი მაია ბოლქვაძე, ბერლინის დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევების ცენტრის თანამშრომლები დოქტორი სევილ ჰუსეინოვა და დოქტორი სერგეი რუმიანცევი, დამოუკიდებელი მკვლევარი დოქტორი მიკაელ ზოლიანი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა