ბსუ აცხადებს კონკურსს შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს კონკურსს შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიის  მოსაპოვებლად  ბსუ-ს საბაკალავრო, მედიცინის მიმართულების ერთსაფეხურიანი, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  საგანმანათლებლო  პროგრამების  სტუდენტებისათვის. შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდიას მოიპოვებს 7 სტუდენტი, თითოეული ფაკულტეტიდან გამოვლინდება 1 სტიპენდიატი. კონკურსი ჩატარდება 2023 წლის  7 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით.

შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია გაიცემა ყოველთვიურად თითო სტუდენტზე 500 ლარის ოდენობით (მოიცავს 5 თვეს), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) არის ბსუ-ს საბაკალავრო ან მედიცინის/სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ან დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო  საგანმანათლებლო  პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (გარდა პირველი სასწავლო წლის  და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტისა);

ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათის მიხედვით სასწავლო კურსების შეფასებები - მიღებული ქულები, ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით აქვს 91 ან მეტი;

გ) გამოირჩევა სამეცნიერო აქტივობით (გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არის სხვადასხვა სამეცნიერო ან სასწავლო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვს მაღალი მიღწევები).

კონკურსში მონაწილეობის მიზნით, კონკურსანტებმა 2023 წლის 29 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (,,წერილი კანცელარიას”, რექტორის სახელზე)   უნდა წარმოადგინონ:

ა) სტუდენტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი წინამდებარე ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი);

დ) არანაკლებ ერთი რეკომენდაცია ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის   პირისაგან (რომელიც კარგად იცნობს სტუდენტის აკადემიურ აქტივობას);

ე) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის/პულიკაციის დედანი ან დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი და სხვ.) მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტის დედანი მოთხოვნისთავე უნდა წარედგინოს საკონკურსო კომისიას).

 

საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება (კონკურსანტი არ შეფასდება  და მოიხსება კონკურსიდან) შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუკი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია;

ბ) თუკი კონკურსანტის წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის შესაბამისი ფორმის დაცვით შედგენილი (ხელმოწერა, ბეჭედი, ნოტარიული დამოწმება და ა.შ.) ან არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დასტურდება ბსუ-ში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით;

გ) კონკურსანტს შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს ბსუ-ს სტუდენტის სტატუსი;

დ) კონკურსანტი აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტია (გარდა იმ სტუდენტისა, რომელსაც ბსუ-ს გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის გამო, დადგენილ ვადაში ასათვისებელი აქვს ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები) ან შესრულებული აქვს შესაბამისი საგანმანთლებლო პროგრამების მოთხოვნები (მიენიჭა შესაბამისი აკადემიური ხარისხი);

ე) დამატებითი სასწავლო სემესტრის (ვადაგაგრძელებულ) სტუდენტს;

ვ) თუკი შესაბამისი პერიოდისათვის უკვე დანიშნული აქვს ბსუ-ს სამართლებრივი აქტით რომელიმე სახის სტიპენდია.

 

 

  დანართი1
  ბრძანება კონკურსის შესახებ

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა