საქართველოს ბანკი აცხადებს კონკურსს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სწავლის სემესტრული საფასურის დაფინანსების მიზნით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბსუ-ს საბაკალავრო ან მედიცინის/სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ან დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს (გარდა პირველი და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტისა).
კონკურსის ვადები:
- საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2023 წლის 20 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით;
- სტიპენდიანტების შერჩევა - 2023 წლის 28- 30 ნოემბერი;
- სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემა საკონკურსო კომისიის ოქმის საფუძველზე - არაუგვიანეს 2023 წლის 04 დეკემბერი.
საქართველოს ბანკის სტიპენდია შეიძლება დაენიშნოს ბსუ-ს სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
- არის ბსუ-ს საბაკალავრო ან მედიცინის/სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ან დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი (გარდა პირველი და დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტისა);
- სტუდენტის სასწავლო ბარათის მიხედვით სასწავლო კურსების შეფასებები - მიღებული ქულები, ,,საშუალო შეწონილი’’ ფორმულით, აქვს 91 ან მეტი და წინა სემესტრში ათვისებული აქვს არანაკლებ 25 კრედიტი.
- საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღების პერიოდში (მიმდინარე სემესტრში) არ უნდა იღებდეს სხვა სტიპენდიას ბსუ-ში, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; არ ფლობს 100%-იან სასწავლო გრანტს ან მისი სწავლის საფასური 100%-ით არ ფინანსდება რომელიმე სხვა წყაროდან;
- სასურველია, ჰქონდეს სამეცნიერო აქტივობა (გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი შესაბამის სპეციალობაში ან არის სამეცნიერო ან სასწავლო კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების და ა.შ. მონაწილე და აქვს მაღალი მიღწევები).
კონკურსანტებმა ბსუ-ს სტუდენტური პორტალის საშუალებით (,,წერილი კანცელარიას”, რექტორის სახელზე) უნდა წარმოადგინონ:
ა) სტუდენტის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (შედგენილი წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად);
ბ) სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ ( სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებში ,,საშუალო შეწონილი’’ ფურმულით მიღებული 91 ქულის ან მეტის მითითებით);
დ) სტუდენტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის/პულიკაციის დედანი ან დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამეცნიერო ღონისძიებაში (კონფერენცია, სემინარი, სიმპოზიუმი და სხვ.) მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომის, სიგელის, სერტიფიკატის და სხვ. ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში; საკონკურსო კომისია უფლებამოსილია სტუდენტს მოსთხოვოს დოკუმენტის დედანის წარმოდგენა).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში: ბრძანება და დანართი 1
ბრძანება კონკურსის შესახებ
დანართი1
უკან |