
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი ეწვივნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს, ბრიტანეთისა და რუმინეთის ნაყოფიერ კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ესაუბრა. მხარეებმა იმსჯელეს გაცვლით პროგრამებისა და ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავების მნიშვნელობაზე.
უკან |