ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ტრენინგები ჩატარდება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით,  ტრენინგები ჩატარდება სწავლების, სწავლისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ტრენინგები ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით 14 ნოემბერს დაიწყება და დასრულდება 19 დეკემბერს.

ტრენინგები  ბსუ-ს საკონფერენციო დარბაზში (ოთახი 32) ჩატარდება შემდეგ საკითხებზე:

 


1. „როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად“ – 15-14 ნოემბერი,  09:30-19:30 სთ, (აუდიტორია #32);
2. „როგორ დავწეროთ სასწავლო დაწესებულების მისია, ხედვა, სტრატეგიული განვითარება და სამოქმედო გეგმა“- 28 ნოემბერი,  11:00-18:00 სთ, (აუდიტორია #32);
3. „კვლევის სწორად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასების ვალიდური მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ – 02 დეკემბერი,  12:00-19:00 სთ, (აუდიტორია #32);
4. „როგორ დავგეგმოთ შრომის ბაზრის კვლევა საგანმანათლებლო პროგრამებისთვის“ - 27 ნოემბერი,   11:00-18:00 სთ, (აუდიტორია #32);
5. „როგორ გავწეროთ საგანმანათლებლო პროგრამებში სასწავლო კურსებში კომპონენტებში სწავლის შედეგები ვალიდურად/როგორ იყოს წავლის შედეგები გაზომვადი“ 16,17,18 და 20 ნოემბერი,  18:30-21:30 სთ, (ონლაინ);
6. „როგორ გავხადოთ ლექცია/სემინარი ინტერაქტიული (სწავლების აქტიური მეთოდები)“ – 4-5 დეკემბერი, 18:30-21:30 სთ, (ონლაინ);
7. „საგრანტო განაცხადის წერა - სტრატეგია და ტექნიკები“ – 18-19 დეკემბერი, 11:00-18:00 სთ, (აუდიტორია #32);
8. „HR სტრატეგია და იურიდიული რეგულაციები პერსონალის მართვის პროცესში“ - 13 დეკემბერი, 11:00-18:00 სთ, (აუდიტორია #32);
9. „პერსონალის განვითარება და ორგანიზაციული კულტურა საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ - 12 დეკემბერი, 11:00-18:00 სთ, (აუდიტორია #32);

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა