15-16 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკელი მედიაექსპერტების საჯარო ლექციები გაიმართება.
- დოქტორი ბილ სილკოკი, ასოცირებული პროფესორი
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი; რელიგიისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და არის ციფრულ მედიაში აღიარებული სახელმძღვანელოს „ახალი ამბები: ვიზუალური ისტორიების თხრობა ციფრულ ეპოქაში“ თანაავტორი, მიყავს ლექციების კურსები ლიდერობის, ციფრული ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტური ეთიკის თემებზე.
- დოქტორი კენ ფოსკეტტი
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი; გამომძიებელი რეპორტიორის და რედაქტორის ჯილდოს მფლობელი. The Atlanta Journal-Constitution -ში 32 წლის მანძილზე მუშაობდა გამომძიებელ ჟურნალისტად და გამოძიების უფროს რედაქტორად. ის არის ატლანტას პრესკლუბის დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, იელის კოლეჯისა და კოლუმბიის ჟურნალისტიკის სამაგისტრო სკოლის კურსდამთავრებული.
15 ნოემბერი
16:00 – 17:00 საათი - ლექცია თემაზე: ,,თავისუფალი პრესის მოდელი სამართლიანი არჩევნების გაშუქებისთვის"
17:00 - 17:15 საათი - შესვენება
17:30 - 18:30 საათი - გამოცდილების გაზიარება, დისკუსია;
16 ნოემბერი
10:00 - 11:00 საათი - ლექცია თემაზე: ,,დეზინფორმაცია"
11:00 - 11:15 საათი - შესვენება
11:20 - 12:20 საათი - ლექცია თემაზე: ,,სოციალური მედია ჟურნალისტიკის სწავლებაში"
12:30 - 14:30 საათი - შესვენება
14:30 – 15:30 საათი - ლექცია თემაზე: ,,საგამოძიებო ჟურნალისტიკა"
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ბსუ, 55-ე აუდიტორია, I კორპუსი, III სართული, ნინოშვილის 35/რუსთაველის 32;
უკან |