ბსუ-ს სტუდენტური პროექტების კონკურსი - 2023

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური პროექტების კონკურსს. სტუდენტური პროექტი შეიძლება იყოს საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის. თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს და უნდა განხორციელდეს 2023 წლის 6 ნოემბრიდან  31 დეკემბრის ჩათვლით.

„სტუდენტური პროექტების“ რეგისტრაციის, განხილვისა და შედეგების გამოცხადების პროცედურები და თარიღები:

  • განცხადებების (პროექტებისა) და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა - 2023 წლის 23 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის;
  •  საკონკურსო კომისიის მიერ პროექტების შეფასება - 2023 წლის 01 ნოემბრიდან - 2023 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით;
  •  პროექტების შეფასების შედეგების გამოცხადება ბსუ-ს ვებგვერდზე - 2023 წლის 03 ნოემბრის ჩათვლით.

სტუდენტური პროექტის რეგისტრაციისთვის ბსუ-ს პორტალზე უნდა აიტვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • საპროექტო განაცხადი (დანართი 3);
  • პროექტის საბიუჯეტო განაცხადი (დანართი 4) შევსებული უნდა იყოს დანართი 7- ში მოთხოვნილი პირობების შესაბამისად;
  • სარეკომენდაციო წერილი (პროექტს/ავტორს რეკომენდაცია უნდა გაეწიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი დარგისთვის/მიმართულებისთვის პროექტის მნიშვნელობის შესახებ).
  • სტუდენტის ავტობიოგრაფია (CV უნდა იყოს portal.bsu.edu.ge-დან);
  • ცნობა ბსუ-ს სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;
  • საინიციატივო ჯგუფის/კლუბის/ ან/და სხვა სახის გაერთიანების სახელით წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში პროექტზე პასუხისმგებელმა პირმა (შემდგომში ხელმძღვანელმა) უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ამ გაერთიანების ძირითადი მიზნების შესახებ და აგრეთვე ამ გაერთიანების მიერ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პროექტში მონაწილე სხვა (ტრენერი, ექსპერტი ან სხვა პირი) პირთა ,,CV“-ები და თანხმობის წერილ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

სტუდენტურ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის გადაწყვეტილების მიღების შესახებ სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიერ ეცნობება პროექტის ხელმძღვანელს/პასუხისმგებელ პირს, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაცია ბსუ-ს სტუდენტური პროექტების კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://portal.bsu.edu.ge/Page/274/index.html

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა