კონკურსი უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მისაღებად

სურათი
  1. გამოცხადდეს კონკურსი 2023 წლის 09 ნოემბრიდან 2023 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით (2023 წლის მეექვსე ეტაპზე) უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიური პერსონალის გამოვლენისათვის.
  2. განისაზღვროს კონკურსის ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგი ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 2023 წლის  2-3 ნოემბრის   ჩათვლით;

ბ) კონკურსის ჩატარების ორგანიზება - 2023 წლის 6-7 ნოემბერი;

გ) გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2023 წლის  8 ნოემბრის ჩათვლით;

დ) გამარჯვებული კონკურსანტის მიერ უცხოეთში 2023 წლის 09 ნოემბრიდან  10 დღის ვადაში გასამართ ღონისძიებაზე მივლინებისათვის შესაბამისი სამსახურებრივი ბარათისა და განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა -  2023 წლის 8 ნოემბერს“.

  1. ბსუ-ს 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში წინამდებარე ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის მიზნებისათვის განისაზღვროს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის  დაფინანსების მოცულობა (ასევე მხოლოდ ახალგაზრდა მეცნიერებისათვის - პირები, რომელებმაც კონკურსის გამოცხადებამდე 7 წლის განმავლობაში მოიპოვეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ასაკი არ აღემატება 35 წელს) – 2000 ლარის ოდენობით.
  2. კონკურსში მონაწილეობის მიზნით ბსუ-ს აკადემიური თანამდებობის პირმა (შემდეგში - კონკურსანტმა) ელექტრონულად (საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დაფინანსების განაცხადი (შევსებული წინამდებარე ბრძანების №1 დანართის შესაბამისად)  და შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ინფორმაცია ღონისძიების შესახებ (თემატიკა ან/და სავარაუდო სამუშაო გეგმა; ჩატარების ადგილი, თარიღი და ფორმატი; ორგანიზატორი დაწესებულება ან/და სხვ.); 

ბ) ოფიციალური მოწვევის (მასპინძელი ორგანიზაციის/დაწესებულების თანხმობა) ორიგინალი და ქართულ ენაზე ნათარგმნი;

გ) მოხსენების მოკლე ტექსტი ქართულ ან/და მოხსენების ტექსტი/პრეზენტაცია კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე; მოხსენების შესაბამისი, გამოქვეყნებული ან/და გამოსაქვეყნებლად მომზადებული სამეცნიერო ნაშრომი/სტატია;

დ) შესაბამისი ფაკულტეტის დარგობრივი დეპარტამენტის სხდომის გადაწყვეტილება (ოქმის ამონაწერი), ღონისძიებაში დასაქმებულის მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;

ე) სხვა დოკუმენტაცია, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი სამეცნიერო ღონისძიება და საჭიროა დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

  1. აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის მიერ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს:

ა) განსახორციელებელი ღონისძიებისა და ორგანიზატორი დაწესებულების რეიტინგი;

ბ) კონკურსანტის მოხსენების შესაბამისობა ბსუ-ს კვლევის პოლიტიკის მიხედვით დამტკიცებულ ძირითადი სამეცნიერო-კვლევით მიმართულებების სამეცნიერო საქმიანობის გეგმასთან/ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევის მუშაობის გეგმასთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კონკურსანტის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობა (Web of Science, Scopus, ERIH PLUS (ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებებით) ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალებში ან/და ქართველოლოგიური მიმართულებით გამოქვეყნებული/გამოსაქვეყნებლად მიღებული სტატიები და მათ ციტირება);

გ) ქვეყნის გარეთ (უცხოეთში) გასამართ სამეცნიერო ღონისძიებაში (მივლინების) მონაწილეობის დაფინანსებისათვის დასაქმებულისათვის 1 კალენდარული წლის განმავლობაში გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს.

  1. საკონკურსო კომისიამ განიხილავს საკონკურსო დოკუმენტებს, კონკურსანტებთან გასაუბრების გზით დაადგენს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებებს და კონკურსანტთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით უნდა მიიღოს შესაბამისი კონკურსანტის დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება (ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ან/და კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმის შესაბამისად განსაზღვრული სარეიტინგო ქულების დაანგარიშებით).
  2. ბსუ-ს დაფინანსებით განხორციელებული აქტივობის შემდეგ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების ანგარიშები უნდა განიხილოს შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭომ და სამეცნიერო საბჭომ და მიღებული შედეგის შესახებ ფაკულტეტის დეკანმა სამსახურებრივი ბარათი უნდა წარუდგინოს რექტორს (ბარათი დამუშავებისათვის ეგზავნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, სამეცნიერო კვლევების სამსახურს და საქმისწარმოების სამსახურს).
  3. თუკი გამოვლინდება დაფინანსებული პირის მიერ შესაბამისი აქტივობის განუხორციელებლობა/ღონისძიებაში მონაწილეობის მიუღებლობა/გაცემული დაფინანსების თანხის არამიზნობრივად გამოყენება, დაფინანსების მიმღები პირი ვალდებულია დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში დააბრუნოს მიღებული თანხა ბსუ-ს ანგარიშზე.
  დაფინანსების განაცხადის ფორმა
  გადაწყვეტილება
  ბრძანება - 01-02-198

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა