- საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდეგში - ბსუ) აცხადებს ღია კონკურსს ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟირების გავლის მიზნით კანდიდატთა (სტაჟიორთა) შესარჩევად.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბსუ-ს ,,სამართალმცოდნეობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 ან/და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებსა და ბსუ-ს ,,სამართლის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ან აღნიშნული პროგრამების კურსდამთავრებულებს (შენიშვნა: მე-3 სასწავლო წლის სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების რაოდენობა არ უნდა იყოს 120 კრედიტზე ნაკლები).
- კონკურსანტმა 2023 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) ან ბსუ-ს ელექტრონული ფოსტის (chancellery@bsu.edu.ge ) მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი სტაჟირებაზე (სტაჟირების გავლის წესის დანართით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად შევსებული, მათ შორის სამოტივაციო ნაწილიც);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) CV;
დ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (აქტიური სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში) და სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემიდან ამოღებული სასწავლო ბარათი, ხოლო კურსდამთავრებულმა - დიპლომისა და სტანდარტული დანართის ასლი;
ე) ცნობა სოციალურად დაუცველობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
- კონკურსის წესით შეირჩეს 4 სტაჟიორი, შერჩეულმა კანდიდატებმა ერთი თვის განმავლობაში გაიარონ ანაზღაურების გარეშე სტაჟირება ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში.
- სტაჟიორებმა უნდა შეასრულონ ბსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის დებულებითა და პერსონალის სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობები, დაკისრებული დავალების ფარგლებში.
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორზე გაიცეს სერტიფიკატი.
- სტაჟიორთა ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე განისაზღვრება სტაჟიორები, რომლებიც შესაძლებელია დასაქმდეს არაუმეტეს 6 თვის ვადით (ანაზღაურებადი სტაჟირება). ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს შესაბამის სამუშაო ცვლებში სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით (არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით).
იხილეთ თანდართული სამართლებრივი აქტები
ა) ბსუ-ში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 29 მარტის N2 გადაწყვეტილება - https://bsu.edu.ge/upload/bsu_stajirebis_gavlis_wesi_2022.pdf
ბ) იურიდიული დეპარტამენტის დებულები დამკიცების თაობაზე ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2017 წლის 29 ივნისის N10 გადაწყვეტილება დამტკიცებული https://bsu.edu.ge/text_files/ge_file_5440_1.pdf
გ) ბსუ-ს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორთა მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმზღვანელის 2023 წლის 24 ოქტომბრის № 01-10/121 ბრძანება
განაცხადის ფორმა
უკან |