აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაცვლითი პროგრამების კონკურსი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის განხორციელების მიზნით 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის. უნივერსიტეტების და სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ (დანართში 1, დანართში 3). გრანტების რაოდენობა - 8.

  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტს (გარდა დამამთავრებელი წლისა);
  • ბოლო ერთი წლის მანძილზე აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს;
  • კანდიდატს, რომელიც სწავლობს ევროპული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადის ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR პროგრამის ჩათვლით).

  საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:

  • პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი ;
  • აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
  • Europass CV (ინგლისურ ენაზე);
  • მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
  • სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა ინგლისურ ენაზე (არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).

 

კონკურსის ეტაპები:
 

პირველი ეტაპი -  სააპლიკაციო დოკუმენტების  მიღება.

საბუთების წარმოდგენა - 2023 წლის 13 ოქტომბერი - 08 ნოემბერი (15:00 საათი) სტუდენტური პორტალის მეშვეობით.

ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში  რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელფოსტა,  ტესტირების შესაბამისი დონე (ინგლისური B1/B2, ფრანგული B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
ტესტირება/გამოცდა უცხოურ ენებში  B1/B2 -  10 ნოემბერი.
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.

მეორე ეტაპი - კანდიდატთა გასაუბრება კომისიასთან - 2023  წლის   13 ნოემბერი.

მესამე ეტაპი -კანდიდატთა შერჩევა/ნომინირება, გრანტის მიღების მიზნით სამინისტროსთვის წარდგენა და სამინისტროს მიერ გამარჯვებულ სტუდენტებთან ხელშეკრულების გაფორმება- არაუგვიანეს 2023 წლის 10 დეკემბრისა.

  დანართი1
  დანართი2
  დანართი3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა