
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის პროქტში Bologna Hub Peer Support II. პროექტი მიზნად ისახავს ბოლონიის პროცესის იმპლემენტაციის ხელშეწყობას და კოლეგიალურ-საკონსულტაციო აქტივობის განხორციელებას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ბსუ-ში პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო სემინარები ჩატარდა სწავლებისა და სწავლის ინოვაციურ მიდგომებზე, კურიკულუმის განვითარებაზე, მობილობასა და ინტერნაციონალიზაციაზე. სემინარებს უძღვებოდნენ - ეკონომიკისა და ბიზნესის ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ოლივერ ვეტორი და მიუნსტერის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერებების ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ცენტრის პროფესორი, დოქტორი სონია მიკესკა.
უკან |