ცხადდება კონკურსი ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად რეგიონალური (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა) მასშტაბით ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია). მობილობა განხორციელდება 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრში.
სასწავლო კურსები იხილეთ ბმულზე: https://www.plus.ac.at/politikwissenschaft/studium/erasmus/erasmus-incoming/
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
- ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
- არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუსის“/„ერაზმუს+“-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
წარსადგენი საბუთები:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი),
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 1 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება
2023 წლის 25 სექტემბერი - 23 ოქტომბერი (15:00 საათამდე)
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: სწავლის საფეხური, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
ტესტირება ინგლისურ ენაში B2 – 2023 წლის 25 ოქტომბერი, 12:00 საათი (საგამოცდო ცენტრი); გერმანულ ენაში (დამატებით).
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს ინგლისურ ენაში:
მეორე ეტაპი
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან - 2023 წლის 26 ოქტომბერი
მესამე ეტაპი
ინფორმაციის მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისთვის საბოლოო ნომინირების მიზნით
სტიპენდია მოიცავს:
- უფასო სწავლას;
- თვიურ სტიპენდიას;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი
უკან |