DITECH-ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

2023 წლის 25-27 სეტემბერს ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტში, 32-ე აუდიტორიაში გაიმართება ევროკავშირის „ერაზმუს+“-ის პროექტის DITECH-ის  საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კო­ნ­ფე­რე­ნცია „ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში“ და DITECH-ის კონსორციუმის შეხვედრა. კონფერენცია სამეცნიერო-პრაქტიკული ხასია­თი­საა და ეხება ციფრული ტექნო­ლო­გი­ე­ბის სწავლების, დანერგვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში.

კონფერენციის მუშაობაში ჩართულია ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი), კაუნასის უნივერსიტეტი (ლიტვა), კორკის უნივერსიტეტის კოლეჯი (ირლანდია), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახე­ლ­მ­წი­ფო უნივერსიტეტი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი.

კონფერენციაზე განხილული თემები საგანმანათლებლო სისტემისთვის აქტუალურია და ქართველი და ევროპელი კოლეგების აკადემიური დისკუსია  ხელს შეუწყობს საქართველოს  და ევროპის უნივერ­სიტეტების გამოცდილების გაზიარებას ციფრული ტექნოლოგიების სწავლებისა და სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენების  საკი­თ­ხებში.

 „ერაზმუს+“-ის  პროგრამის  DITECH-ის  კონსორციუმის შეხ­ვე­დ­რაზე პროექტის მონაწილე ქართული და ევროპული უნივერსიტეტები იმსჯელებენ და განიხილავენ სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს და  მოამზადებენ სამუშაო პაკეტებს კონს­ო­რ­ცი­უ­მის დასკვნითი შეხვედრისთვის.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა