ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლისათვის დამატებით გამოცხადდა მიღება!
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023-2024 სასწავლო წლისათვის დამატებით აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე - (დანართი 1);
მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების და სპეციალობაში მისაღები გამოცდის თემატიკა იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე, ველში ,,საგანმანათლებლო პროგრამები“).
ბსუ-ს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
· ბიზნესის ადმინისტრირება
· ეკონომიკა
· ფინანსები და საბანკო საქმე
· განათლების ადმინისტრირება
· კომპიუტერული მეცნიერება
· მათემატიკა
· პროფესიული და უწყვეტი განათლება
· ფიზიკა
· კლინიკური ფსიქოლოგია
· სამართალი
· ბიოლოგია
· ეკოლოგია
· ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება
· ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები
· სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
· ტურიზმის მენეჯმენტი
· ევროპული ფილოლოგია
· თარგმანმცოდნეობა და კულტურათშორისი კომუნიკაცია
· თურქოლოგია
· ისტორია
· ლინგვისტიკა
· ფილოსოფია
· ციფრული მედია და ინოვაციები
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 19-20 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N20, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება (შევსებული წინამდებარე ბრძანების N2 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
დ) ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (თანდართული დანართით) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის - ბსუ-ს მიერ დამოწმებული, ხოლო 2023 წელს კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე), უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ორი ფოტოსურათი, ზომით 3X4–ზე, ელექტრონული ვერსია CD დისკზე;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ) სხვა დოკუმენტი, თუკი ითვალისწინებს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამა.
მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი განრიგით:
მისაღები გამოცდა უცხო ენაში (კონკურსანტს მოეთხოვება არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა) - 2023 წლის 22 სექტემბერი (დაწყების დრო 10:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12);
უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2023 წლის 22 სექტემბერი;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2023 წლის 23 სექტემბერი 1000 დან 1600 მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის მომზადება - 2023 წლის 24 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
მისაღები გამოცდა სპეციალობაში (წერითი) - 2023 წლის 25 სექტემბერი (გამოცდის დაწყების დრო 10:00 საათი; ჩატარების ადგილი - ბსუ-ს საგამოცდო ცენტრი - ბსუ-ს N4 კორპუსის მე-3 სართული - ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. N12);
გამოცდის შედეგების გამოცხადება - 2023 წლის 26 სექტემბერი;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება - 2023 წლის 27 სექტემბერი, 10:00 დან 16:00 მდე, ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) მეშვეობით (ბსუ-ს I კორპუსი, ოთახი N1, ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).
საპრეტენზიო განცხადებებზე პასუხის გამოცხადება - 2023 წლის 28 სექტემბერს (ეცნობება კონკურსანტს, მის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე).
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც უკვე მონაწილეობდნენ 2023-2024 სასწავლო წლისათვის გამოცხადებულ ბსუ-ს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში, ვერ გადალახეს მინიმალური ბარიერი (ჩაიჭრა უცხო ენის ან სპეციალობის გამოცდებზე) და კვლავ წარმოადგენენ განაცხადებს მაგისტრატურაში დამატებითი მიღების გამოცხადების შემდეგ, არ საჭიროებენ წინამდებარე ბრძანების მე-3 პუნქტის ,,ბ-ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენას, ამასთან, უფლებამოსილნი არიან წერილობითი განაცხადებით მოითხოვონ ინგლისურ ენის გამოცდაში მიღებული შედეგის გამოყენება.
მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია გამოცდაზე იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს გამომცდელს (დაგვიანებული პირი გამოცდაზე არ დაიშვება).
გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 28 სექტემბერს, ბსუ-ს ვებგვერდზე და ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურთან (კანცელარია) არსებულ საინფორმაციო დაფაზე.
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2023 წლის 28 და 29 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა N32/35 (კორპუსის და ოთახის ნომრის შესახებ ინფორმაცია განთავსდეს გამოცდის საბოლოო შედეგებთან ერთად).
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ბსუ-ს სასწავლო პროცესის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - მარიამ ბოლქვაძე (ტელ: 555 39 27 58)
მაგისტრატურაში მისაღები საგამოცდო თემატიკასთან დაკავშირებით გთხოვთ, მიმართოთ ბსუ-ს შესაბამის ფაკულტეტს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
-
ბიოლოგიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი მარინა ნაგერვაძე
ტელ.: 599 589 635; -
ეკოლოგიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა- პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნანი გვარიშვილი
ტელ.: 577141 064;
ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
-
მათემატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი დალი მახარაძე
ტელ.: 599 958 890; -
კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ვახტანგ ბერიძე
ტელ.: 599 938 468; -
ფიზიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე
ტელ.: 551 898 988; -
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ნანა მაკარაძე
ტელ.: 593 606 071; -
პროფესიული და უწყვეტი განათლების სამაგისტრო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მადონა მიქელაძე
ტელ.: 577 141 011;
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
-
სამართლის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ადამ მახარაძე
ტელ.: 577 712 050; -
კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ბერიძე
ტელ.: 577 717 150;
ტექნოლოგიური ფაკულტეტი
-
სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა - ასოც. პროფ. ქეთევან ინაშარიძე
ტელ.: 577 723 566, დეკანის მოადგილე მაია გობრონიძე, ტელ.: 557 080 879 -
ნავთობისა და გაზის მოპოვების, ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა - პროფ. ზურაბ მეგრელიშვილი
ტელ.: 593 305 974;
ტურიზმის ფაკულტეტი
-
ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - პროფესორი პაატა ჩაგანავა
ტელ.: 577 545 490;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
-
ბიზნესის ადმინისტრირები სამაგისტრო პროგრამა - ასოც. პროფესორი ნანული მახარაძე
ტელ.: 593 125 067; -
ეკონომიკ სამაგისტრო პროგრამა - პროფესორი ნათელა წიკლაშვილი
ტელ.: 577 952 595; -
ფინანსები და საბანკო საქმისამაგისტრო პროგრამა - პროფესორი ასიე ცინცაძე
ტელ.: 593 344 155;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ლინგვისტიკის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ. მამია ფაღავა - 599380626;
- ციფრული მედიისა და ინოვაციების სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ. ინგა შამილიშვილი - 577437137;
- ევროპული ფილოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ასოც. პროფ. თეა შავლაძე - 593792579;
- თარგმანისა და კულტურათშორისი კომუნიკაციის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ . მარინე აროშიძე - 577141030;
- ფილოსოფიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. ვარდო ბერიძე - 577145426;
- თურქოლოგიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ . ემზარ მაკარაძე - 577179745;
- შავიზღვისპირეთისა და კავკასიის ანტიკური არქეოლოგი სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, ასოც პროფ. ემზარ კახიძე - 599137969;
- ისტორიის სამაგისტრო საგანამანთლებლო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ. ნანა ხახუტაიშვილი - 599285502 ;
დანართი2
ბრძანება სამაგისტრო პროგრამებზე დამატებით მიღების გამოცხადების შესახებ
მაგისტრატურაში მიღების წესი
სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი
სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი
უკან |