აშშ-ის სავაჭრო პალატის საუნივერსიტეტო სტიპენდია აბიტურიენტებისა და პირველკურსელებისათვის

სურათი

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) და მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისთვის (MAC Georgia) იწყებს სასტიპენდიო პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთათვის. 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის.

კრიტერიუმები:

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • წარმოადგენს მიზნობრივი სოციალური დახმარებით მოსარგებლე ოჯახის წევრს და გააჩნია 70 000 ან ნაკლები სოციალური ქულა
  • ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩარიცხულია სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისი ან რეგიონი)
  • გააჩნია ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და სურს მისი გაუმჯობესება
  • სურს აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებთან ურთიერთობა და გააჩნია საკუთარი პიროვნული ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, შეკრების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებსა და საქართველოს დასავლურ ორიენტაციას.

განაცხადის წამოდგენის ვადები:

  • განაცხადი მიიღება ონლაინ - 8 სექტემბრამდე
  • იხილეთ ლინკი: https://shorturl.at/jlpzT
  • ასევე განცხადებები მიიღება ელფოსტის საშუალებით : https://shorturl.at/juwK5
  • scholarships@amcham.ge

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განაცხადის ფორმა
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ამსახველი გვერდის ამობეჭდილი ვერსია და აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი
  • მიზნობრივი სოციალური დახმარების ქულის ამსახველი დოკუმენტი - გასული ორი თვის ვადით და ბეჭედით დამოწმებული ( 70 000 ან ნაკლების სოციალური ქულა)
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, არა უმეტეს 500 სიტყვისა სადაც განმცხადებელმა უნდა აღწეროს თუ რატომ სურს არჩეულ საუნივერსიტეტო პროგრამაზე სწავლა და ასევე რატომ სურს შემოუერთდეს ამერიკის სავაჭრო პალატის ქსელს.

გასაუბრება 14-15 სექტემბერი - თბილისი

შედეგები ცნობილი იქნება 22 სექტემბერს.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა