საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 20 სექტემბერს ბათუმში გაიმართება სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება: „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია, გამოფენები, კონფერენცია, ვორკშოპები, შემეცნებითი ვიქტორინები, ექსპერიმენტები მოსწავლეებისათვის და სხვა აქტივობები.
ღონისძიება მოიცავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II“ და სამეცნიერო პავილიონების გამოფენას.
სამეცნიერო კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართალის და სხვა მიმართულებით.
კონფერენციის გახსნა: 20 სექტემბერი, 12:00 ბსუ, 55-ე აუდიტორია, ბათუმი, ნინოშვილის 35
- დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ შემდეგ ელმისამართზე: https://bsu.edu.ge/sub-70/page/2-636/index.html?lang=ge
ღია ცის ქვეშ სამეცნიერო პავილიონების გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წარმოდგენილი იქნება შავი ზღვისა და რეგიონის კვლევების ამსახველი სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტის შედეგები, სახალისო აქტივობები მოსწავლეებისათვის, გამოფენები, ვიქტორინები და სხვა.
სამეცნიერო პავილიონების გახსნა: 20 სექტემბერი, 13:00 საათი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია. ბათუმი, ნინოშვილის 35;
ღონისძიებაში მონაწილე ორგანიზაციები:
- სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
- სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
- სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
- სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- სსიპ - გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
- სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო
- სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია
- სსიპ - ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
- ჰორიზონტი ევროპა- ეროვნული ოფისი
- შპს - საქართველოს უნივერსიტეტი
- შპს - ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი
- შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
- შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
- შპს - ქუთაისის უნივერსიტეტი
- აჭარის მუზეუმების გაერთიანება
- ა(ა)იპ - ბათუმის ბოტანიკური ბაღი
- ბათუმის ტექნოპარკი
- ევროპის უნივერსიტეტი
უკან |