აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონის სამეცნიერო პოტენციალის ზრდა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში.
გრანტი გაიცემა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად (კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი) ან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
გრანტის ოდენობა ერთ კონკურსანტზე არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2023 წლის 10 აგვისტოდან - 20 სექტემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://shorturl.at/qzS39
უკან |