აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. სტუდენტთა დახმარების პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების
ხელმისაწვდომობის გაზრდა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება პროგრამით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კატეგორიას.
განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს განაცხადებისა და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ სამინისტროში მატერიალური ფორმით (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4)
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
უკან |