ღია კონკურსი ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის შესარჩევად

ვაკანსია: ბსუ-ს  მთავარი შიდა აუდიტორის შესარჩევი ღია კონკურსი

პოზიციის დასახელება: საჯარო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამხმარე თანამდებობა - მთავარი შიდა აუდიტორი

კონკურსის ტიპი:  ღია კონკურსი

ორგანიზაცია:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდეგში - ბსუ)

განცხადების მიღების ბოლო ვადა:  09.07.2023

თანამდებობრივი სარგო: 2800 ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: ბათუმი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: არა


ფუნქციები

ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის ფუნქციები (სამუშაო აღწერილობა) განსაზღვრულია ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 30 დეკემბრის N07-01/62 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის სამსახურში მიღების წესით“ (თან ერთვის ბსუ-ს ვებგვერდზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებას).

მთავარი შიდა აუდიტორი დასახული ამოცანების შესასრულებლად საქმიანობას ახორციელებს  შემდეგი მიმართულებებით:

  • ა) უნივერსიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
  • ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება (შემდეგში - ,,სისტემური აუდიტი“);
  • გ) დაწესებულების საქმიანობის  მისიასთან, სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება (შემდეგში - ,,შესაბამისობის აუდიტი“);
  • დ) შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, უნივერსიტეტის ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება, მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით (შემდეგში - ,, ეფექტიანობის აუდიტი“);
  • ე) უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს  კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით (შემდეგში - ,,ფინანსური აუდიტი“);
  • ვ) უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით (შემდეგში - ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი“);
  • ზ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემა და გაცემული რეკომენდაციების და წინადადებების შესრულების მონიტორინგი;
  • თ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს უნივერსიტეტის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.

მოთხოვნები

მინიმალური განათლება - ბაკალავრი (სამართლის, ბუღალტრული აღრიცხვის − აუდიტის, ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში/მიმართულებით).

სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წლის  მუშაობის გამოცდილება აუდიტორის, შიდა აუდიტის ან/და შიდა კონტროლის მიმართულებით.

პროფესია - სამართალმცოდნე, ბუღალტრული აღრიცხვა − აუდიტი, ფინანსები ან ეკონომიკა.


საკონკურსო თემატიკა

ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის შესარჩევი კონკურსის მონაწილე კონკურსანტს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული სამართლებრივი აქტების ცოდნა:

  1. საქართველოს კონსტიტუცია;
  2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  3. საქართველოს კანონი  „სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“;
  4. საქართველოს კანონი  „საჯარო  სამართლის იურიდიული  პირის  შესახებ“;
  5. საქართველოს კანონი  „განათლების ხარისხის  განვითარების შესახებ“;
  6. საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“;
  7. საქართველოს კანონი  „პერსონალურ მონაცემთა  დაცვის  შესახებ“;
  8. „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  9. საქართველოს კანონი  „სახელმწიფო შიდა ფინანსური  კონტროლის შესახებ“;
  10. საქართველოს კანონი  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;
  11. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;
  12. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“
  13. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;
  14. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;
  15. საქართველოს მთავრობის  2017 წლის  21  მარტის №133 დადგენილება „ფინანსური მართვისა  და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა  და პროცედურების შესახებ  ინსტრუქციის  დამტკიცების  თაობაზე“;
  16.  საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2020 წლის  15  იანვრის  №17 ბრძანება  „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული  აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის  და მისი გამოყენების შესახებ  ინსტრუქციის  დამტკიცების  თაობაზე“;
  17. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;
  18. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ ბრძანება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;
  19. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“;
  20. შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო  (International Professional Practices Framework).

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება

ცოდნის დონე

Microsoft Office Word

მაღალ დონეზე

Microsoft Office Excel

მაღალ დონეზე

PowerPoint

მაღალ დონეზე

Outlook

მაღალ დონეზე


ენები

ენა

წერითი უნარები

მეტყველება

ქართული ენა

C2

C2


საკონტაქტო ინფორმაცია

საკონკურსო კომისიის მისამართი - საქართველო, ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილისქ. N32/35, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახი N2;

საკონტაქტო ტელეფონი: +995 577 61 05 85  (ადამიანური რესურსების მიმართულება) +422- 27- 17-86  (კანცელარია) და ელფოსტა - bsu-hr@bsu.edu.ge


დამატებითი მოთხოვნები

ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 30 დეკემბრის N07-01/62 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის სამსახურში მიღების წესის“ თანახმად მთავარი შიდა აუდიტორის ვალდებულებაა დაიცვას (შესაბამისად, უნდა იცოდეს) შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები.

კანდიდატისათვის დამატებითი მოთხოვნებია:

  • ა) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ბ) დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გ) ანალიზისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • დ) გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველი მოთხოვნებია:

  • ა) განათლების სფეროში (საჯარო სამსახურში ან საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ დაწესებულებაში/სსიპ-ში) შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
  • ბ) თემატური ტრენინგები შიდა აუდიტის საკითხებზე;
  • გ) ინგლისური ენის ცოდნა;
  • დ) საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა.

დამატებითი ინფორმაცია

ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, უნდა გაიაროს რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - www.hr.gov.ge და 2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 07 ივლისის ჩათვლით აუცილებლად უნდა ატვირთოს/გამოაგზავნოს:

  1. სააპლიკაციო განცხადება (განაცხადის ფორმა - 23.06.2023 წლის ბრძანების  N2 დანართი-  განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე - bsu.edu.ge, კონკურსების ველში);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. უმაღლესი აკადემიური განათლების (სამართლის, ბუღალტრული აღრიცხვის − აუდიტის, ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში/მიმართულებით) დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით;  
  4. სამოტივაციო წერილი/განაცხადი (თუკი სააპლიკაციო განაცხადში არ არის შევსებული შესაბამისი ველი);
  5. აუდიტორის, შიდა აუდიტის ან/და შიდა კონტროლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 - წლიანი  გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი ან/და დამსაქმებელის მიერ გაცემული ცნობა;
  6. სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (უნდა იყოს მოქმედი სააპლიკაციო განაცხადის და საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის დღისათვის. შენიშვნა: კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა);
  7. სხვა დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო ან/და ძირითადი მოთხოვნების დასადასტურებლად (არსებობის შემთხვევაში).

ბსუ- მთავარი შიდა აუდიტორის შესარჩევი კონკურსი 2-ეტაპიანია:

  • ა) კონკურსის პირველი ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასება/გადარჩევა - 2023 წლის 10 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში;
  • ბ) კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - 2023 წლის 17 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით პერიოდში (გასაუბრების ზუსტი თარიღის, ადგილის და დროის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ ერთი დღით ადრე, სააპლიკაციო განაცხადში მითითებული ელექტრონული მისამართის ან/და სატელეფონო შეტყობინების საშუალებით);

დაგვიანებით მიღებული ან არასრული საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება და კონკურსანტი პირველივე ეტაპზე მოიხსნება კონკურსიდან (აღნიშნულის შესახებ კონკურსანტს ეცნობება სააპლიკაციო განაცხადში მითითებული ელექტრონული მისამართის ან/და სატელეფონო შეტყობინების საშუალებით).

კონკურსის მე-2 ეტაპზე - გასაუბრებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ ელექტრონულად გადმოგზავნილი საკონკურსო დოკუმენტაციის დედნები, ასევე კონკურსთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია - საკონკურსო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე.

კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდება და კონკურსის შედეგი გამოცხადდება ბსუ-ს ვებგვერდზე - არაუგვიანეს 2023 წლის 24 ივლისისა;

კონკურსის შედეგებზე სააპელაციო საჩივრის წარდგენა შესაძლებელი იქნება ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია) -  2023 წლის 25 ივლისს, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე;

კონკურსანტის საჩივარს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სააპელაციო კომისია განიხილავს - 2023 წლის 26-27 ივლისს;

კონკურსის საბოლოო შედეგი გამოცხადება ბსუ-ს ვებგვერდზე - 2023 წლის 28 ივლისს.

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი დაინიშნება ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის თანამდებობაზე და გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის 1 აგვისტოდან, მის მიერ საკონკურსო ვადებში გამოგზავნილი საკონკურსო დოკუმენტაციის (პირადი საქმის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტების) მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში.

კონკურსთან დაკავშირებით ბსუ-ს ვებგვერდზე - www.bsu.edu.ge   (კონკურსების და სამართლებრივი აქტების ველებში) განთავსდება:

ბსუ- მთავარი შიდა აუდიტორის შესარჩევი კონკურსის შესახებ განცხადება (ბრძანების დანართი N1), სააპლიკაციო განაცხადის ფორმა (დანართი N2);

ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს  2021 წლის 24 დეკემბრის N07-01/58 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს დამხმარე პერსონალის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი“;

ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2021 წლის 30 დეკემბრის N07-01/62 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ბსუ-ს მთავარი შიდა აუდიტორის სამსახურში მიღების წესი“;

ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ს ეთიკის კოდექსი, ,,სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა’’, ბსუ-ს წესდება.

ბსუ-ს ვებგვერდზე - www.bsu.edu.ge კონკურსის შესახებ ასევე განთავსდება შემდეგი ინფორმაცია:

ა) იმ პირთა შესახებ, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსის პირველ და მეორე ეტაპებს;

ბ) კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტების შესახებ;

გ) სხვა ინფორმაცია, საკონკურსო კომისიის/ბსუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.

კონკურსანტებმა, სააპლიკაციო განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და ტელეფონის ნომერზე შესაძლებელია ბსუ-ს ადმინისტრაციიდან მიიღონ შემდეგი შინაარსის ინფორმაცია (შეტყობინება):  

ა) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია;

ბ) დოკუმენტების გადარჩევის ეტაპზე კონკურსიდან მოხსნის ან გასაუბრებაზე მოწვევის შესახებ;

გ) კონკურსის შედეგის შესახებ (დადებითი ან  უარყოფითი);

დ) კონკურსის გასაჩივრების შემთხვევაში აპელაციის შედეგის შესახებ;

ე) საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნის სამართლებრივი აქტის შესახებ.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

ბსუ- მთავარი შიდა აუდიტორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდება საკონკურსო კომისიის მიერ და კონკურსის საბოლოო შედეგი გამოცხადდება ბსუ-ს ვებგვერდზე - საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულების (2023 წლის 07 ივლისი) შემდეგ, კონკურსის ორივე ეტაპის გავლის შედეგების გათვალისწინებით,  2023 წლის 28 ივლისს.

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე, ღია კენჭისყრით. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. გასაუბრების შედეგად ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.


კონკურსის ეტაპები

კონკურსის პირველი ეტაპი - საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასება/გადარჩევა

კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან

  ბრძანება კონკურისის გამოცხადების შესახებ
  ბსუ-ს ეთიკის კოდექსი
  ბსუ-ს შინაგანაწესი
  ბსუ-ს წესდება
  დამხმარეს პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  კონკურსანტის სააპლიკაციო განაცხადის ფორმა
  ბსუ-ს-მთავარი შიდა აუდიტის სამსახურში მიღების წესი
  ბრძანება N - 01-10-85 (01-10/78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა