
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის საერთაშორისო საზოგადოების, ICON•S საქართველოს პირველი ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევები" დასრულდა. ორდღიან კონფერენციაში 100-ზე მეტმა მომხსენებელმა ქართული და უცხოური უნივერსიტეტიდან მოხსენებები წარმოადგინეს და მონაწილეობა მიიღეს 4 პლენარულ სესიასა და 24 თემატურ პანელურ სესიაში. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო წიგნის პრეზენტაცია და წიგნების გამოფენა. სესიის დასრულების შემდეგ ICON•S საქართველოს თანათავმჯდომარემ, ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართლის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, ბსუ-ს პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ კონფერენციის მუშაობა შეაჯამა, სამართლის საერთაშორისო საზოგადოების, ICON•S საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
უკან |