ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი 30 წლისაა

სურათი

23-25 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთავერლის სახელმიწფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.

23 ივნისს, 15:00 საათზე, 55-ე აუდიტორიაში ჩატარდება საზეიმო საიუბილეო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტნიორი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, გაიმართება თანამშრომლების, პარტნიორების, სტუდენტების და კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია.

24-25 ივნისს უნივერსიტეტი უმასპინძლებს ბსუ-თან პარტნიორობით ორგანიზებულ, იუბილისადმი მიძღვნილ საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების (ICON•S საქართველოს) სამეცნიერო კონფერენციას - „თანამედროვე საჯარო სამართლის გამოწვევები". კონფერენციაში მონაწილეობს 100-ზე მეტი მომხსენებელი ქართული და უცხოური უნივერსიტეტიდან, გაიმართება 4 პლენარული სესია მოწვეულ უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, 24 თემატური პანელური სესია, წიგნის პრეზენტაცია და წიგნების გამოფენა.

საიუბილეო პროგრამა ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_18592_1.pdf


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა